მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები და მოსწავლეთა მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები იხილეთ ბმულზე:


შედეგები


მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მოსწავლეთა მიღებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება იწყება 3 აგვისტოდან და სრულდება 21 აგვისტოს.


მისაღები გამოცდის შედეგად (23 ივლისის წერით) სკოლის მე-8 კლასში ჩაირიცხება 14 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე (ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 47,7 ქულა ან მეტი)


მისაღები გამოცდის შედეგად (24 ივლისის წერით) სკოლის მე-9 კლასში ჩაირიცხება 2 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე (ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 40,9 ქულა ან მეტი)


მისაღები გამოცდის შედეგად (24 ივლისის წერით) სკოლის მე-10 კლასში ჩაირიცხება 5 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე (ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 39,2 ქულა ან მეტი)


მისაღები გამოცდის შედეგად (24 ივლისის წერით) სკოლის მე-11 კლასში ჩაირიცხება 9 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე (ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 37,4 ქულა ან მეტი)


2026-2027 სასწავლო წელს კომაროვის სკოლის მე-8, მე-9, მე-10 ან მე-11 კლასში გადმოსასვლელად, ზემოთაღნიშნული მოსწავლეების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადება უნდა დაწერონ სკოლის კანცელარიაში (მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N 49) 3 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


განცხადების წარდგენის წესი: 

განცხადება იწერება ადგილზე მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.

აუცილებელია თან იქონიოთ: განცხადების დამწერი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ინფორმაცია მოსწავლის ამჟამინდელი სკოლის შესახებ (რომელ სკოლაში სწავლობს).

განცხადების დაწერა დაგჭირდებათ იმ სკოლაშიც, რომლიდანაც მოსწავლე გადმოდის). განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს. სხვა პირები (და, ძმა, ბებია, ბაბუა და სხვ.) არ არიან უფლებამოსილნი, თუკი არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი. 


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784